კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის არმიამ დონბასის მთელი ტერიტორია უნდა დატოვოს.
„რუსეთის პოზიცია კარგად ცნობილია, რომ უკრაინამ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, ისინი იქიდან უნდა გაიყვანონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომ რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს.
„აშშ-ში ჩამორთმეულ ფულთან დაკავშირებით, ზუსტ ოდენობასაც არ გავამხელ, მაგრამ ვიტყვი, რომ ხუთ მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლებია. სხვათა შორის, ეს თემა გუშინ პუტინსა და მაჰმუდ აბასს შორის მოლაპარაკებების დროსაც წამოიჭრა. რაც შეეხება იქიდან დარჩენილ თანხებს, რომლებიც ვახსენე, პუტინმა ასევე თქვა, რომ შეიძლება დაიხარჯოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე. ამ კონტექსტში ახლა ერთი რამის თქმა შემიძლია: დონბასში მდებარე ტერიტორიებს საბრძოლო მოქმედებების დროს მართლაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
