„ნაცმოძრაობა“ და რადიკალები უკვე დამარცხდნენ იმ დებატებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან „ნაცმოძრაობის“ მიერ დებატების წინაპირობის დაყენების საკითხზე საუბრისას, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.
მათიკაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის და რადიკალების მხრიდან წინაპირობების დაყენება არის უსაფუძვლო და მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების არ არსებობაზე.
„რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიისთვის, საზოგადოებისთვის, მათ კიდევ უკეთ შეიტყონ, გაარჩიონ ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან. ვინც გაურბის დებატს, რა თქმა უნდა, ის თავიდანვე მარცხდება.
აქ რაიმე წინაპირობების დაყენება, ბუნებრივია, არის სრულიად უსაფუძვლო და ეს ნიშნავს, იმ უარგუმენტო ლოგიკას, მტკიცებულებების არ არსებობას, რაც გააჩნიათ რადიკალებს.
აქ არის ერთადერთი, რაც არის სასურველი, რა თქმა უნდა, აუცილებელი დებატებისთვის – შესაბამისი, ობიექტური, სამართლიანი, მედიასივრცის პირობებში ფორმატის შექმნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკოსებს და არა მხოლოდ, ერთანეთთან გაცვალონ შეხედულებები და არ მოხდეს შეურაცხყოფა, გინება, ლანძღვა, ის რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით და რაც სამწუხაროდ, როგორც ნიკა გვარამიამი, ისე მასთან დაკავშირებულმა, რადიკალების, პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა შექმნეს საქართველოში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
