ამერიკის შეერთებული შტატები დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრას უმასპინძლებს. ინფორმაციას Reuters-ი შტატების არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეხვედრაში, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება, 34 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მათ შორის იქნებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომელთაც დასავლეთ ნახევარსფეროში ტერიტორიები აქვთ, კერძოდ დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის ძალების მეთაურები.
კომენტარები
