თუ გუბერნატორი [პრემიერ-მინისტრი] კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთის „სატრანზიტო პორტად“ გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“თუ გუბერნატორი [პრემიერ-მინისტრი] კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთის „სატრანზიტო პორტად“ გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, მთლიანად შეჭამს მას, მათ შორის გაანადგურებს ბიზნესს, სოციალურ სტრუქტურას და ტრადიციული ცხოვრების წესს. თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100-პროცენტიანი ტარიფი”- წერს დონალდ ტრამპი.
