ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის ქალიშვილი ამერიკის ემორის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია უნივერსიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა განმარტებები არ გაუკეთებია.
ფატიმა არდეშირ ლარიჯანი ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის კათედრაზე დოცენტის სტატუსით მუშაობდა. გათავისუფლების შემდეგ კი უნივერსიტეტის საიტიდან მისი მონაცემები წაშალეს.
კომენტარები
