ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს, რის გამოც კრემლი დაბნეულია, – ამ შინაარსის სტატიას გამოცემა The Times-ი აქვეყნებს.
„მოსკოვში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, გაიხარონ ტრამპით, თუ შეშფოთდნენ მისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო. კრემლისთვის ტრამპი არის როგორც პოტენციური მოკავშირე, ისე გამოწვევაც. რუსეთის დათმობებს თან ახლავს კრემლის მოკავშირეებზე მკაცრი ზეწოლა, სანქციებიდან დაწყებული, ვენესუელასა და ირანში ჩარევებით დამთავრებული. კრემლისთვის უკიდურესად საზიანოა მისი აკვიატებაც ნავთობის ფასების დაწევასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სტატიაში.
კომენტარები
