ფილიპინების სანაპიროსთან, სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომელზეც 330-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. Associated Press-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი, 43 კი დაკარგულად ითვლება. მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ.
გემი M/V Trisha Kerstin 3 ქალაქ ზამბოანგადან სამხრეთ კუნძულ ჯოლოზე მიემართებოდა. ბორტზე 332 მგზავრი და ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა.
შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ბორანს ტექნიკური გაუმართაობა შეექმნა. გემზე იმყოფებოდა სანაპირო დაცვის თანამშრომელი, რომელმაც პირველმა შეატყობინა კოლეგებს სამაშველო გემების გაგზავნის აუცილებლობის შესახებ.
კომენტარები
