ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი ციანის განცხადებით, ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის ხალხებს თავიანთ ქვეყნებს შორის ღია თანამშრომლობა სურთ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე ლი ციანმა სტარმერს განუცხადა, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მისი ძალისხმევა მისასალმებელია.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამან აჩვენა, რომ „ღია თანამშრომლობა და ორმხრივი სარგებელი არის ის, რაც ხალხს სურს“.
„მსოფლიო რაც უფრო ცვალებადია, მით უფრო დასაფასებელია მსგავსი სტაბილურობა“, – აღნიშნა ლი ციანმა.
თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ სურს, ჩინეთთან ერთად იმუშაონ ისე, როგორც ამ დროს შეეფერება.
კომენტარები
