მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში – ისე აღარ მოხდება, რომ სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს, რაშიც გადავიხდით თანხას, ის აუცილებლად იქნება ხარისხიანი, შესაბამისი საგარანტიო ვადების დაცვით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საბაზრო ღირებულებით გადაუხდის ბიზნესმენს კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ ექნება იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს.
„ჩვენ 2026 წელს დავასრულებთ ფასების ფორმირების პროცესს. ეს პროცესი იქნება სრულიად ჯანსაღი. ფასების განახლება შეიძლება მოხდეს ყოველ კვარტალში, შეიძლება მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ეს განგრძობადი პროცესი იქნება. სადაც ზრდა იქნება იქ გაიზრდება ფასი, სადაც შემცირება იქნება, იქ აუცილებლად შემცირდება.
ჩვენ მზად ვართ, რეალური საბაზრო ღირებულება გადავიხადოთ სამშენებლო პროექტებში. ისე არ მოხდება, სამშენებლო პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ, ორ წელიწადში ისევ რეაბილიტაციას საჭიროებდეს. ჩვენ რაშიც გადავიხდით თანხას, ის აუცილებლად იქნება ხარისხიანი, შესაბამისი საგარანტიო ვადების დაცვით. მიღწეული ეფექტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს სამშენებლო სექტორში. ბიზნესსაც მეტად მივცემთ განვითარების შესაძლებლობას. როდესაც ჩვენ საბაზრო ღირებულებით ვუხდით მას კონკრეტული სამუშაოებისთვის, მას აღარ აქვს იმის საჭიროება, რომ მასალებზე ან მანქანა-მექანიზმებზე დაზოგოს და დამატებითი მოგება ნახოს. ამიტომ ეს პროცესი ამ კუთხით სრულიად ჯანსაღი იქნება. ხშირად გვაქვს შეხვედრები კერძო სექტორთან, მშენებელთა ასოციაციასთან, ისინი ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ და განვახორციელოთ“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
