აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანისკენ დიდი ამერიკული გემები მიემართება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა, თუ არა მას კომუნიკაცია ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკანასკნელ დღეებში, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა მოლაპარაკებები.
„ჩვენი ძალიან დიდი და ძლიერი გემები ამ წუთას ირანისკენ მიემართება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ მათი გამოყენება არ მოგვიწევდა“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
