აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში კიევსა და სხვა ქალაქებს არ დაბომბავს.
„პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები და ის დამთანხმდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნის მიზეზად უკრაინაში ცივი კლიმატური პირობები დაასახელა.
„ეს უბრალოდ სიცივე არ არის. იქ არაჩვეულებრივი სიცივეა, რეკორდული სიცივე. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ბევრმა თქვა, არ გაფლანგოთ ზარი, ამას ვერ მიიღებთ, და მან ეს გააკეთა. მინდა, გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგი იყო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ტრამპმა.
„როიტერის“ ცნობით, მომავალ კვირას უკრაინაში ტემპერატურა მინუს 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
