უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის მზად არ არის.
სიიარტოს თქმით, ეს მოსაზრება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა რამდენიმე მინისტრისგან მოისმინა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ევროკავშირს ძალიან სახიფათო პოლიტიკა აქვს, რასაც ოფიციალური ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება.
„საგარეო საქმეთა საბჭოზე რამდენიმე მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის მზად არ არის. ეს სამწუხაროა. მათ ვინაობას არ დავასახელებ, თუ ისინი საკმარისად გაბედულები არიან, ამას საჯაროდაც იტყვიან. ევროკავშირის ქმედებები ამ ომთან დაკავშირებით ძალიან საშიშია. საშიშია, რომ ისინი ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულს ომსა და იარაღის გაგზავნაზე ხარჯავენ. ჩვენ არ ვართ მზად უნგრელების ფულიდან ერთი ევროც კი გავუგზავნოთ უკრაინას, არც აღსადგენად, არც იარაღისთვის“, – თქვა სიიარტომ Bloomberg-ის ეთერში.
