გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“-დან, მარკუს ფრონმაიერი უკრაინაში არსებული კორუფციის გამო კიევისთვის 800 მილიარდი ევროს გადაცემას ეწინააღმდეგება.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში კორუფცია ყველა სექტორში ფიქსირდება, კიევისთვის გადაცემული იარაღი კი ხშირად შავ ბაზარზე იყიდება.
„კორუფციის სკანდალმა უკრაინა ფუნდამენტურად შეარყია. კორუფცია იქ უმაღლეს წრეებში ტრიალებს. როცა სახელმწიფო ომშია და ამ დროს მილიარდები სადღაც ქრება, ეს არა მხოლოდ მორალურად აუტანელი, არამედ უკიდურესად სახიფათოა უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ფული, იარაღი და აღჭურვილობა ასე უბრალოდ არ ქრება. ისინი „შავ ბაზარზე“ და კრიმინალურ ქსელებში ჩნდება. ამას ემატება მუდმივი მოთხოვნები. მეტ იარაღს, მეტ ფულსა და მეტ გარანტიებს ითხოვენ. სად არის ამ დროს ანგარიშვალდებულება უკვე გაცემულ დახმარებაზე?“, – განაცხადა ფრონმაიერმა.
