აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა, რომ 1 თებერვლამდე კიევის დაბომბვისგან თავი შეეკავებინა, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ტრამპს სურდა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის „ხელსაყრელი პირობები შექმნილიყო“.
„მართლაც, პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად მიმართა პრეზიდენტ პუტინს ერთი კვირით, 1 თებერვლამდე თავი შეეკავებინა კიევზე თავდასხმებისგან მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით“, – განაცხადა პესკოვმა.
კომენტარები
