ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაკრონი და მელონი „მართლები არიან“, როდესაც პუტინთან პირდაპირ შეხვედრას ითხოვენ.
„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ვიყოთ, რადგან დღეს [ეს ასე არ არის]. ეს ძალიან სამწუხაროა. ცოტა მაშინებს კიდეც“, – განაცხადა მან.
„ვინ იცავს ევროპულ ინტერესებს მოლაპარაკებების მაგიდასთან? არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც რუსეთი“, – აღნიშნა მიშელმა.
მოლაპარაკებებზე შესაძლო წარმომადგენელად მან თავისი მემკვიდრე, ანტონიუ კოშტა დაასახელა და აღნიშნა, რომ მას აქვს „ლეგიტიმაცია“, ისაუბროს ევროკავშირის 27 ლიდერის სახელით.
კომენტარები
