აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა პაულინა ლუნამ განაცხადა, რომ ვაშინგტონში უკრაინის ელჩისგან, ოლგა სტეფანიშინასგან ელოდება განმარტებებს ხმელნიცკის ოლქში ეკლესიის უკანონო მიტაცებასთან დაკავშირებით.
„ჩემი გაფრთხილებების მიუხედავად, კუზმინში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მიტაცება გრძელდება“, – განაცხადა ლუნამ.
ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მან ანატოლი მიხაილიუკს დააკისრა, რომელსაც ლუნამ უწოდა „ადგილობრივი ოლიგარქი, რომელიც აქეზებს ადგილობრივ მცხოვრებლებს ტაძრის უკანონო მიტაცებისკენ“.
„ველოდები, რომ ოლგა სტეფანიშინა ამ კვირაში ჩემს ოფისში კოლეგების წინაშე განმარტებებს გააკეთებს“, – განაცხადა ლუნამ.
კომენტარები
