უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში სურთ ისეთი მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება.
„ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ! არ გავაგზავნით ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს უკრაინაში. მათ სურთ კრედიტების აღება და შენატანების გაზრდა ისე, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დაადონ ეს ვალი. უნგრეთი ამ თამაშს არ ითამაშებს“, – დაწერა ორბანმა.
კომენტარები
