ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავში, რომელიც ნიაჩანგიდან ბანგკოკში მიფრინავდა, რუსულ ენოვანმა მამაკაცმა დებოში გამოიწვია.
მედია წერს, რომ ის სალონში დარბოდა, ეკიპაჟს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ჩხუბს ცდილობდა და ბოლოს საცვლებამდე გაშიშვლდა.
დაშვების შემდეგ, მამაკაცი ტრაპს არ დაელოდა და თვითმფრინავიდან გადახტა, რის შედეგადაც ფეხი დაიზიანა. თვითმფრინავის დატოვების შემდეგ, მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ტაილანდის პოლიციამ ის დააკავა.
როგორც მედია იუწყება, მამაკაცს ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები
