ინდოეთში, მომაკვდინებელი “ნიპას” ვირუსის 2 დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გავრცელების რისკი დაბალია და მოგზაურობისა და ვაჭრობის შეზღუდვებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
ჯანმომ განაცხადა, რომ ამჟამად ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკის გაზრდის მტკიცებულება არ არსებობს და დასძინა, რომ ინდოეთს აქვს ასეთი აფეთქებების შეკავების შესაძლებლობა. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ის მჭიდრო კოორდინაციაშია ინდოეთის ჯანდაცვის ორგანოებთან.
“ჯანმო თვლის, რომ ინფიცირების ამ ორი შემთხვევიდან ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკი დაბალია“, – იტყობინება მედია.
ეს შეფასება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ კვირაში, აზიის რიგმა ქვეყნებმა – ჰონგ-კონგმა, მალაიზიამ, სინგაპურმა, ტაილანდმა და ვიეტნამმა აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების პროცედურები ინდოეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის გაამკაცრეს.
