უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ევროპას ომს მოუტანს.
როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ბუდაპეშტი არ დააფინანსებს, შეაიარაღებს ან ლეგიტიმაციას მისცემს საკუთარი უსაფრთხოების საფრთხეს.
„პრეზიდენტი ზელენსკი ღიად ითხოვს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას 2027 წლისთვის და ამას სამხედრო უსაფრთხოების გარანტიად განიხილავს იმ დროს, როცა უკრაინელი სამხედრო ლიდერები უნგრეთს ემუქრებიან. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება მშვიდობას არ მოიტანს, ის ევროპას ომს მოუტანს. ეს არც განიხილება: უნგრეთი არ დააფინანსებს, შეაიარაღებს ან ლეგიტიმაციას მისცემს საკუთარი უსაფრთხოების საფრთხეს“, – დაწერა ორბანმა.
კომენტარები
