აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა.
შეხვედრა წინ უსწრებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში, რომელიც აპრილში უნდა შედგეს. ტრამპის ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ვიზიტის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ეწვევა შეერთებულ შტატებს.
აშშ-ჩინეთის სამიტზე ქვეყნები მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა ტაივანის გარშემო განვითარებული მოვლენები.
მედიის ცნობით, ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ერთი თვის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა ის გააფრთხილა გამოავლინოს სიფრთხილე ტაივანისთვის იარაღის მიწოდების საკითხში.
კომენტარები
