გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ საფრანგეთის თავდაცვის ხარჯების ზრდის ტემპი არასაკმარისია.
Deutschlandfunk-თან ინტერვიუში ვადეპულმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამართლიანად საუბრობს „ევროპული სუვერენიტეტისკენ“ სწრაფვაზე, თუმცა მათ მიერ გაწეული ძალისხმევა ამისთვის არასაკმარისია.
„ვინც არ უნდა საუბრობდეს ამაზე, უნდა იმოქმედოს შესაბამისად საკუთარ ქვეყანაში. საფრანგეთში დღემდე გაწეული ძალისხმევა არასაკმარისია ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა საფრანგეთს, შეამციროს ხარჯები, მათ შორის სოციალური ხარჯები, რათა „ჰქონდეთ მანევრირებისთვის საჭირო სივრცე მთავარი მიზნის, ევროპის თავდაცვისუნარიანობის მისაღწევად“.
კომენტარები
