უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს არ დაუჭერენ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში.
მადიარის განცხადებით, ევროპელი ლიდერების უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს დადგენილი კრიტერიუმები ბლოკში გაწევრიანებამდე.
„ჩვენ შევთანხმდით პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ლიდერებთან, რომ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
Hungary’s opposition leader Péter Magyar:
We do not support Ukraine’s accelerated EU accession. pic.twitter.com/ZTzbSHoSWb
— Clash Report (@clashreport) February 16, 2026
კომენტარები
