უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში მოსალოდნელია უპრეცედენტო ჩარევა კიევი-ბრიუსელი-ბერლინის ღერძის მხრიდან.
სიიარტოს განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისინი მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ უნგრეთში ხელისუფლების შესაცვლელად.
„კიევი, ბრიუსელი, ბერლინი – ეს ის ღერძია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს უნგრეთში მთავრობის შესაცვლელად“, – განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი მიზანია დაბრკოლებების მოხსნა, რათა ხელი შეუშალონ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ევროპას ომში ჩაითრევს, ევროპელების ფულს უკრაინაში გაგზავნის და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას მისცემს.
ამასთან, სიიარტომ აღნიშნა, რომ არჩევნებში ჩარევა მოიცავს უკრაინის მიერ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტასაც. მისივე თქმით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ხორვატიას მიმართეს, რათა ევროკავშირის წესების დაცვით უზრუნველყონ რუსული ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირება.
