აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის მმართველობის პერიოდი მკაცრად შეაფასა და მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საკუთარი ძველი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
ტრამპმა ბაიდენს „იდიოტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სათავეში არაკომპეტენტური პირი ედგა.
პრეზიდენტის თქმით, ბაიდენი სინამდვილეში არ ყოფილა ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან მას „არჩევნები არ მოუგია“.
„ჩვენ გვყავდა იდიოტი პრეზიდენტის პოსტზე. ჩვენ გვყავდა ადამიანი, რომელიც არ იყო პრეზიდენტი. მას არჩევნები არ მოუგია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები
