გამოცემა The Economist-ი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავისივე ომის ხაფანგში აღმოჩნდა და რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ მას არც შეჩერების უნარი აქვს.
გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ომის ხარჯებზე, მშვიდობა კი კრემლისთვის რისკია, რადგანაც მშვიდობის რელსებზე დაბრუნებამ, შესაძლოა, ეკონომიკური ვარდნა და სოციალური არასტაბილურობა გამოიწვიოს.
ომიდან დაბრუნებული სამხედროები სამსახურსა და ხელფასს მოითხოვენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი დილემის წინაშეა, გააგრძელოს ომი, რომელიც მის ეკონომიკას გამოფიტავს, ან შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც მას გამარჯვებას დააკარგვინებს.
სწორედ ეს დილემაა იმის მიზეზი, რომ ომი გრძელდება, – წერს The Economist-ი.
