იურიდიულ და საერთაშორისო საკითხებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი თეირანში რუსეთის და ჩინეთის ელჩებს შეხვდა.
ირანული მედიის თანახმად, ღარიბაბადიმ თეირანში რუსეთისა და ჩინეთის ელჩებთან, ალექსეი დედოვსა და კონგ პეივუსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
„რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩებთან ერთობლივ შეხვედრაზე განვიხილეთ ჟენევაში ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები და რამდენიმე ორმხრივი საკითხი“, – აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.
ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, სამი ქვეყანა გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებსა და კოორდინაციას მნიშვნელოვან საკითხებზე სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში.
კომენტარები
