აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა ავრცელებს.
„20 თებერვალს სამხრეთ სარდლობის სარდლის, გენერალ ფრენსის ლ. დონოვანის მითითებით გაერთიანებულმა ოპერატიულმა დაჯგუფებამ „სამხრეთ შუბმა“ დაბომბა გემი, რომელსაც ექსპლუატაციას ტერორისტული ორგანიზაციები უწევდნენ“, – აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების კონტრაბანდის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტრეფიკით იყო დაკავებული.
დაბომბვის შედეგად გემზე მყოფი სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა. ამერიკული მხრიდან დანაკარგები არ ყოფილა.
კომენტარები
