ბარსელონის ქუჩებში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევის მოთხოვნით.
როგორც „როიტერი“ წერს, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ირანის მოქალაქეა.
„ჩვენ გვჭირდება იერიში, რადგან ვეწინააღმდეგებით დიდ ძალადობრივ რეჟიმს. ჩვენ გვჭირდება უცხო ქვეყნის დახმარება, რათა დაგვეხმაროს დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დემონსტრანტები ითხოვენ აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარებას იმ ადამიანების დასაცავად, რომლებსაც, აქციის მონაწილეების განცხადებით, ირანის რეჟიმი ემუქრება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანზე შეზღუდულ დარტყმებს.
კომენტარები
