უნგრეთის პრემიერი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. განცხადება ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის მხარდაჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. კიევი მან უნგრეთში ეკონომიკური ქაოსისა და ენერგეტიკული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, მიზნად არჩევნებში პარტია „ფიდესის“ დამარცხებას ისახავს.
„ქაოსი უკრაინელების გაგებით არის გზა ოპოზიციის საარჩევნო გამარჯვებისკენ. თუ ისინი ტრანზიტს არ განაახლებენ, ელექტროენერგიის მიწოდება შევუწყვეტთ. უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. თუ მას შევაჩერებთ, შეიძლება ცუდი რამე მოხდეს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, კბილები ჩაემტვრევა“, – განაცხადა ორბანმა.
