უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტის მიღებას მხარს მანამდე არ დაუჭერს, სანამ უკრაინა ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ გააკეთა.
„ხვალ საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას გეგმავს. უნგრეთი მას დაბლოკავს. მანამ, სანამ უკრაინა არ განაახლებს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, წინ წაწევას არ დავუშვებთ“, – წერს სიიარტო.
მანამდე სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ბლოკავს მანამ, სანამ უნგრეთისთვის „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.
კომენტარები
