ნიუ-იორკში ძლიერი ზამთრის შტორმისთვის ემზადებიან. ეს იქნება პირველი ყველაზე დიდი და სახიფათო შტორმი ნიუ-იორკის ისტორიაში 2016 წლის შემდეგ.
საგანგებო სიტუაციაა ასევე გამოცხადებული ნიუ-ჯერსიში, მერილენდში, კონექტიკუტში, როდ-აილენდსა და მასაჩუსეტსში – ინფორმაციას ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.
გაუქმებულია 5 000-მდე ფრენა. ამინდის გაუარესებამ შესაძლოა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვიოს. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები
