ავტოსაგზაო შემთხვევას ნეპალში სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა – ავტობუსი, რომლითაც ტურისტები ქვეყნის დედაქალაქისკენ, კატმანდუსკენ გადაადგილდებოდნენ, 200 მეტრის სიმაღლიდან, მდინარის ნაპირზე გადავარდა.
ამ დროს ავტობუსში 44 ადამიანი იმყოფებოდა, 25 მათგანმა სხვადასხვა ხასიათის დაზიანება მიიღო.
მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები
