საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ხელჩანთაში, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 165 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 43245 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კომენტარები
