აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საფრანგეთის ჯაშუშობაში ბრალდებული მარტინ რაიანი შეიწყალა.
ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფის შეწყალებას ეხება.
საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რაიან მარტინ რიჩარდს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 2026 წლის 16 მარტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ მარტინ რაიანის გათავისუფლებას ცდილობდა საფრანგეთი, როდესაც ევროკავშირის სიიდან რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის ამოღება მოითხოვა.
პარიზის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სხვა სანქცირებული პირების მიმართ სანქციები 36 თვით გახანგრძლივდა.
კომენტარები
