2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 667 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში იყო – 263, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 21 შემთხვევა.
2026 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 280 შემთხვევა; მუქარა – 253; ოჯახური ძალადობა – 182; ძალადობა – 189; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – სამი შემთხვევა; თაღლითობა – 70; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 536 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 8; ყალბი დოკუმენტების დამზადება კი – 105 შემთხვევა.
