იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი და თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან.
კერძოდ, იტალიის საგარეო უწყება მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს არ ჩავიდნენ ლიბიასა და ერაყში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეკომენდაცია რეგიონში შესაძლო სამხედრო მოქმედებების გამო გაიცა.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პერსონალის ნაწილი თეირანის საელჩოდან სამშობლოში იანვრის ბოლოს დაბრუნდა.
ისრაელში მყოფ იტალიის მოქალაქეებს კი ოფიციალური რომი მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღება.
კომენტარები
