აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ განაცხადა, რომ გასულ თვეს, მინეაპოლისის ეკლესიაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მოწინააღმდეგე აგიტატორების შეჭრის საქმეზე, კიდევ 25 პირია დაკავებული.
“სალოცავ ადგილზე თავდასხმა დაუშვებელია. ვინც ამას ჩაიდენს, მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევს — ჩვენ გიპოვით, დაგაკავებთ და გაგასამართლებთ. იუსტიციის დეპარტამენტი ურყევად იცავს ქრისტიანებს და ყველა მორწმუნე ამერიკელს” – დაწერა პემ ბონდიმ X-ის გვერდზე.
ამ დროისთვის, 18 იანვარს მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი ჯამში 39 პირს წარედგინა.
კომენტარები
