ირანთან ომის დაწყებიდან 10 დღეში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ქვეყნდებობა. მას შემდეგ, რაც Reuters-მა დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, პენტაგონმა აღიარა, რომ რვა ჯარისკაცი მძიმედ არის დაჭრილი.
პენტაგონმა აღიარა, რომ ირანთან ომში დაახლოებით 140 ჯარისკაცი დაიჭრა. მათმა უმეტესობამ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში უწყვეტი შეტევებისას დაახლოებით 140 ამერიკელი სამხედრო დაშავდა“, – ციტირებს სააგენტო პენტაგონის პრესსამსახურის უფროსს, შონ პარნელს.
მისი განცხადებით, 108 დაჭრილი ჯარისკაცი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა და სამსახურს განაგრძობს. მან ასევე დასძინა, რომ რვა ადამიანი სერიოზულად არის დაშავებული. ისინი უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარებას იღებენ.
