პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს კანონპროექტს, რომელიც ქმნის მექანიზმს, ევროკავშირის სესხებში 43.7 მილიარდი ევროს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად გამოყენებისთვის.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივა „უზარმაზარი უცხოური სესხია“, რომლის საპროცენტო ხარჯებმა შესაძლოა, 180 მილიარდ ზლოტს მიაღწიოს.
„შესაბამისად, პოლონელებს მოუწევთ სესხის ორმაგი ღირებულების დაფარვა, ხოლო დასავლური ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მოგებას მიიღებენ“, – განაცხადა ნავროცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ეს დაფინანსება აუცილებელია პოლონეთის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთიდან მზარდი საფრთხის ფონზე.
„პრეზიდენტმა დაკარგა შანსი, პატრიოტივით ემოქმედა. სირცხვილია!“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
