აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და კაცი.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ბიოლოგიურ მამაკაცებს ქალთა სპორტში ასპარეზობა აეკრძალებათ.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, „რესპუბლიკელების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტში სახელად „გადაარჩინე ამერიკა“, ასევე გათვალისწინებულია ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა.
„ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომ არსებობს ორი სქესი – ქალი და კაცი. ვფიქრობ, არც პირველ ლედის, არც არავის ექნება ამასთან დაკავშირებით პრობლემა, რომ მხოლოდ ორი სქესი გვაქვს. მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ამერიკა არ დაუშვებს 2028 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცების ასპარეზობას ქალების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე არ გვსურს ტრანსგენდერობის გამო ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრება“, – განაცხადა ტრამპმა.
