“ამერიკა არ დაუშვებს 2028 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცების ასპარეზობას ქალების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს ტრანსგენდერობის გამო ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრება.
“ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომ არსებობს ორი სქესი – ქალი და კაცი. ვფიქრობ, არც პირველ ლედის, არც არავის ექნება ამასთან დაკავშირებით პრობლემა, რომ მხოლოდ ორი სქესი გვაქვს. მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ამერიკა არ დაუშვებს 2028 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცების ასპარეზობას ქალების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე არ გვსურს ტრანსგენდერობის გამო ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრება”, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, “რესპუბლიკელების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში სახელად “გადაარჩინე ამერიკა”, გათვალისწინებულია ბავშვთა სქესის შეცვლის ოპერაციების აკრძალვა.
