აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა. ინფორმაციას Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი, როგორც პირად საუბრებში, ისე საჯარო გამოსვლების დროს ომის შედეგებში დარწმუნებულია, თუმცა ადგილზე რეალობა რთულია.
ირანის რეჟიმი კაპიტულაციის ან ჩამოშლის არანაირ ნიშნებს არ ავლენს, ხოლო ომის მე-14 დღეს გავლენის გასაძლიერებლად ჰორმუზის სრუტეს კეტავს, წერს გამოცემა.
გარდა ამისა, ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს განუცხადა: „მე მოგაშორეთ სიმსივნე, რომელიც ყველას გვემუქრებოდა“.
ირანის კაპიტულაციის საკითხზე საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა ივარაუდა, რომ თეირანში არცერთი ჩინოვნიკი არ დარჩა ცოცხალი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
„არავინ იცის, ვინ არის ლიდერი, შესაბამისად ვერავის შეუძლია კაპიტულაციის გამოცხადება“, – ციტირებს Axios-ი ტრამპს.
