ისრაელმა ბეირუთში, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
როგორც თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 110 სამეთაურო ცენტრზე იქნა იერიში მიტანილი.
„დარტყმებამდე მივიღეთ ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად“, – განაცხადეს თავდაცვის ძალებში.
კომენტარები
