ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია დაასრულოს ეს მტკიცე ბრძოლის მეშვეობით, სანამ ტერორისტული რეჟიმი არ დაეცემა და ირანი არ გადარჩება“, – განაცხადა კაცმა.
აღნიშნული განცხადება კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტთან, ეიალ ზამირთან და მაღალი რანგის სხვა სამხედროებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
კომენტარები
