ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ უკრაინა ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინის ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის კანონიერ სამიზნედ იქცა.
„განადგურებული უკრაინა ისრაელის რეჟიმს დრონებით უჭერს მხარს და ფაქტობრივად ომში ჩაერთო, ხოლო გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, მან საკუთარი ტერიტორია ირანის კანონიერ სამიზნედ აქცია“, – დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში.
კომენტარები
