არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული ფუჯეირას პორტის ადმინისტრაციამ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმისა და ხანძრის გამო ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილი შეაჩერა.
ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება.
სააგენტის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა.
თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის ძალებმა დარტყმა მიიტანეს ირანის ხარქის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის ექსპორტის ძირითადი ინფრასტრუქტურაა განლაგებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლი, რომელიც ფუჯეირას პორტს ფარავს.
ახლო აღმოსავლეთში ფუჯაირას პორტი ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის შესანახი ობიექტია. რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ადგილია გემების საწვავის შევსებისთვის.
ფუჯაირა ომანის ყურეში მდებარეობს და ამიტომ გემებს არ სჭირდებათ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება.
