აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ნატო, რომ მას „ძალიან ბნელი“ მომავალი ელის, თუ მოკავშირეები ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში არ დაეხმარებიან. ამ თემაზე თეთრი სახლის ხელმძღვანელმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამით ტრამპმა ფაქტობრივად მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, შეუერთდნენ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს ირანში, – აღნიშნავს FT.
„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. ჩვენ არ ვიყავით ვალდებულნი, დავხმარებოდით მათ უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული… მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან“, – თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოკავშირეებმა უნდა გააგზავნონ ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები , რომლებიც ევროპას ბევრად მეტი აქვს, ვიდრე აშშ-ს.
ტრამპს ასევე სურს, რომ ევროპულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა ან სხვა სამხედრო ძალებმა დახმარება გაუწიონ ირანული ძალების განადგურებაში, რომლებიც სპარსეთის ყურეში დრონებისა და საზღვაო ნაღმების მეშვეობით „პრობლემებს“ ქმნიან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარს ამბობენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა.
