ისრაელში ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა თელ ავივის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 70 წლამდე წყვილი თავშესაფრისკენ მიდიოდა, რა დროსაც რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორივე ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, იერიშის შედეგად დაზიანდა თელ ავივის რკინიგზის სადგური.
კომენტარები
