ის დარგი აირჩიეთ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის – ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტებს მიმართა და ისინი დალოცა.
პატრიარქმა მათ გამოცდების წარმატებით დასრულება უსურვა.
“იწყება გამოცდები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ ის დარგი აირჩიეთ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მიღებული იყოთ სასწავლებლებში და მშვიდობით დაამთავროთ”, – აღნიშნა ილია მეორემ.
კომენტარები